ol academy

ჩვენ ვქმნით უკეთეს IT ეკოსისტემას

ეს ჩვენი მისიაა, რომელსაც საფუძველი 1995 წელს, Orient Logic-ის დაარსებისას ჩაეყარა და დღემდე რჩება იდეად, რომლის სისრულეში მოყვანასაც მუდმივად ვცდილობთ.

გზამ, რომელიც დაარსებიდან 25 წლის განმავლობაში განვვლეთ, უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მოგვცა. Შედეგად, მოვედით იმ ეტაპზე, როცა სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით:

  • ვართ საქართველოს წამყვანი IT კომპანია
  • არაერთხელ დავსახელდით “საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის მქონე” და “საუკეთესო IT სისტემების ინტეგრატორ” კომპანიად
  • ვართ ისეთი კომპანიების ავტორიზებული პარტნიორები, როგორიცაა: Red Hat, HP, Dell Technologies, Cisco, IBM, Microsoft, Oracle, APC, Epson…
  • ვემსახურებით ათეულობით კლიენტს ფინანსურ, სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ სამთავრობო სექტორში.
  • ვაერთიანებთ 150+ პროფესიონალს, რომელიც ქმნის ყველაფერ ამას.

OL აკადემია ჩვენი შემდეგი ნაბიჯია უკეთესი IT ეკოსისტემისკენ, რათა პრაქტიკული ცოდნის, გამოცდილებისა და ურთიერთკავშირების გაზიარებით, დავეხმაროთ ადამიანებს, რომ იქცნენ უკეთეს IT პროფესიონალებად და გადავიდნენ განვითარების ახალ ეტაპზე.

Შემოგვიერთდი კურსებზე

და აირჩიე მიმართულება შენი განვITარებისთვის

Certifications

Google Certified
Microsoft Certified
Apple Certified