ბლოგი

კიბერუ საფრთხოების ინდუსტრია ყოველწლიურად მზარდ ბაზარია და, შესაბამისად, დასაქმების მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს. ხშირი და სწრაფი კიბერშეტევების გამო ბიზნესები, ორგანიზაციები თუ მთავრობები მუდმივად ეძებენ პროფესიონალებს, რომლებიც ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან ან სულაც მსგავსი შემთხვევების პრევენციას უზრუნველყოფენ. მონაცემები კი აჩვენებ, რომ მოთხოვნა კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ამ პროფესიას დაუფლებული ადამიანების რაოდენობა.

ნელ-ნელა, ალბათ, უკვე ხედავ, რომ ურიგო არ იქნებოდა, ეს მიმართულება შენს ძირითად თუ დამხმარე სპეციალობად განგეხილა. არ აქვს მნიშვნელობა, გიფიქრია თუ არა მანამდე, ან ფიქრობ თუ არა ახლა კიბერ უსაფრთხოების შესწავლაზე, ამ ბლოგში რამდენიმე მიზეზი უნდა გაგიმხილო, რომლებიც აუცილებლად მოგანდომებს, შენი ცხოვრება ამ სფეროს დაუკავშირო.

კიბერ უსაფრთხოება საინტერესო და ამაღელვებელი საქმიანობაა. ერთი მხრივ, სტრატეგი ხდები, რომელიც კომპანიის უსაფრთხოებისთვის კიბერ გალავანს აგებს, მეორე მხრივ კი – შერლოკ ჰოლმსი, რომელიც ინტერნეტის ქსელებში მომდარ დანაშაულს კვალდაკვალ მიუყვება.

თავიდან ამოიგდე ჰოლივუდის ფილმებში ნანახი ჰაკერები თუ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები და ყურადღებით გაეცანი, რატომ შეიძლება ეს პროფესია ბრწყინვალე არჩევანი იყოს.

კარგი ხელფასი

ვის არ უნდა, ჰქონდეს მაღალი ხელფასი და ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრება?! უკვე ვახსენე, რომ მოთხოვნა კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებზე გაცილებით მაღალია და დღითი დღე იზრდება, რასაც ვერ ვიტყვით ამ სპეციალობის შემსწავლელ ადამიანთა რაოდენობაზე. სწორედ ამიტომ, დამსაქმებლები მზად არიან, გადაიხადონ უფრო დიდი თანხა კარგ პროფესიონალთან თანამშრომლობაში.

სამყარო სამი ტიპის ადამიანებადაა დაყოფილიერთი ნაწილი ინტერნეტს დადებითად და ოპტიმალურად იყენებს, რათა სამყარო უკეთეს ადგილად აქციოს, ადამიანებს კი ცხოვრება გაუმარტივოს. მეორე ნაწილი ზედმეტი ფიქრის გარეშე ყოველდღიურად მოიხმარს იმ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებსაც პირველი კატეგორია ქმნის, მაგრამ მათ გვერდით არსებობს მესამე ტიპის ხალხიც, რომლებიც მთელ მსოფლიოზე გავრცელებულ ინტერნეტ ქსელებს ძალაუფლების მოპოვების და კონტროლის შესაძლებლობად აღიქვამს და მას ბოროტი მიზნებისთვის იყენებს. ასე რომ, ონლაინ და კიბერ შეტევებისგან თავის დასაცავად ბიზნესები და მთავრობები მზად არიან, საუკეთესო სპეციალისტებს მათთან მუშაობის მოტივაციისათვის მეტი გადაუხადონ.

რაღაც, რაც ძალიან ცოტამ იცის

კიბერ უსაფრთხოება იმ უნარების შემუშავებაში გეხმარება, რომლებიც ბევრ ადამიანს არ გააჩნია. სწორედ ამ მიზეზიბევრ ახალგაზრდა მთელ ძალისხმევას ამ სპეციალობის დაუფლებისაკენ მიმართავს. White hat კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები შეისწავლიან ქსელის დაცვის ისეთ კონცეპტებს, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო და გამოყენებადია.  

ისევე როგორც ყველა სხვა სამეცნიერო ხარისხი, კიბერ უსაფრთხოების შესწავლა ძლიერ მათემატიკურ ბექგრაუნდს მოითხოვს. საქმეში დაგჭირდება როგორც ანალიტიკური, ისე სტატისტიკური ანალიზის უნარები. ცხადია, კარგად შეისწავლი კოდირებასა და პროგრამირებას. საუკეთესო კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები ის ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ ჰაკერების მსგავსად და ამ ინსაითებს პოტენციური სისუსტეების დასანახად იყენებენ.

ხარისხის მოპოვების შემდეგ კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტებს სასერტიფიკაციო პროგრამების გავლაც უწევთ. სპეციფიკური სერტიფიკატები დამოკიდებულია იმაზე, სად აპირებს სპეციალისტი მუშაობის გაგრძელებას და რა ტიპის მოთხოვნები აქვს დამსაქმებელს. ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები პერიოდულად განახლებას საჭიროებენ, რაც სპეციალისტს მუდმივი განვითარებისა და სწავლისკენ უბიძგებს.

კიბერ უსაფრთხოება – „მარადმწვავე“ სპეციალობა

დღეები, როცა კიბერ დანაშაული განსახილველ თემებს შორის არც კი მოიხსენიებოდა, წარსულს ჩაბარდა. დღეს, ამ სწრაფად განვითარებად ერაში, ინტერნეტი ადამიანების უმეტესობისათვის მთავარ პრიორიტეტად გადაიქცა. ეს უკანასკნელი თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიური საზრუნავის მოგვარებაში ეხმარება. მალე მაღაზიიდან პურის ამოტანასაც ონლაინ გაყიდვები ჩაანაცვლებს. ასეთ დროს კი ჰაკერებისთვის რეალურად „ახალი სამუშაო მიმართულებები“ ჩნდება და ცდილობენ, თავიანთი სურვილები არაეთიკური გზებით დაიკმაყოფილონ.

კიბერ დანაშაულების მზარდი რიცხვი და ფაქტი, რომ ინტერნეტი დღეის მერე ყოველთვის ჩვენი ცხოვრების ნაწილი იქნება, ამ სპეციალობას მომავლის საქმედ აქცევს. შედეგად, სამუშაო პროფილი კიბერ უსაფრთხოების ექსპერტისა არასდროს ყოფილა ისეთი სანდო და სტაბილური, როგორც დღეს.

შესაძლებლობა, იმუშაო წარმატებულ კომპანიებთან

ერთ-ერთი სიკეთე კიბერ უსაფრთხოების ექსპერტად ყოფნისა ისაა, რომ შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უმსხვილეს კომპანიებთან ითანამშრომლო სახლიდან გაუსვლელად. კიბერ უსაფრთხოება თავის ჰორიზონტს სხვადასხვა ინდუსტრიებით აფართოებს. ეს ყველაფერი კი სწავლის შესაძლებლობებისა და კარიერული ზრდის წინაპირობაა. არ არსებობს შეზღუდვა, რომელიც კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტს მხოლოდ ერთ კომპანიაში მუშაობისკენ უბიძგებს. მზარდი მოთხოვნა კი გეოგრაფიული ჩარჩოების მოშლასა და ტალანტების სხვა ქვეყნებში ძიებას გარდაუვალ მოვლენად აქცევს.

რადგან თავდაცვა ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში თანაბრად საჭიროა ნებისმიერი ადამიანისთვის, იმედია, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ სულ მცირე სურვილი მაინც გაგიჩნდა, ეს მიმართულება შეისწავლო. ოლ აკადემია მუდამ მზადაა მოგცეს საჭირო ცოდნა და უნარები შენთვის საინტერესო სფეროებში. გახსოვდეს, შრომისა და ძალისხმევის ჩადების შემთხვევაში წარმატება გარდაუვალია.

Share via: