
თუ ამოცანების ამოხსნა, ფაზლების აწყობა და აზრების ლოგიკურად შეკავშირება გიყვარს, ტექნოლოგიას კი შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მაშინ თამამად შეგიძლია, Software Development შენს კარიერად განიხილო. თუ მომავალს ვერც ისე მკაფიოდ ხედავ, ყველა მსგავსი მოწოდება იმედის ნაპერწკალს გიჩენს, რომ შესაძლოა სადღაც შენთვის ზედგამოჭრილი პროფესია არსებობდეს. მოწოდება კი მოწოდებად რომ არ დარჩეს, მოკლედ და გასაგებად მოგიყვებით, საერთოდაც რას აკეთებენ Software Developer-ები.
ვინ არის Software Developer?
ალბათ, სმარტფონში არაერთ აპლიკაციას იყენებ ან ბავშვობაში (შეიძლება დიდობაშიც) კომპიუტერული თამაშები შენი ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებდა. ყველა ის კომპიუტერული მოწყობილობა, თამაში თუ მომსახურება, რომლითაც დღეს სარგებლობ, სწორედ იმ ადამიანებმა შექმნეს, რომელთაც Software Developer-ებს ვუწოდებთ.
ამ დარგის პროფესიონალები არიან კრეატიული ხელოვანები კომპიუტერული პროგრამების უკან. მათ კომპეტენციაში შედის როგორც ერთ კონკრეტულ აპლიკაციაზე ფოკუსირება, ისე გიგანტური ქსელისა და ქვე-სისტემების შექმნა, რომლებიც სხვა პროგრამებს ამუშავებენ.
დღესდღეობით software developer-ების ორ ძირითად კლასს ვხვდებით: აპლიკაციებისა და სისტემების.
რას მოიცავს აპლიკაციის დეველოპმენტი?
ეს საქმიანობა ძირითადად ფოკუსირებულია მომხმარებელზე, რადგან იქმნება ისეთი აპლიკაციები, რომლებიც ხალხის საჭიროებებს უნდა მოერგოს, ყოფით პრობლემებს კომპიუტერული ამოხსნები მოუძებნოს, მონიტორინგი გაუწიოს მომხმარებელთა გამოცდილებას და შესაბამისად მოდიფიცირდეს.
რას მოიცავს სისტემის დეველოპმენტი?
Software Developement-ის ეს მიმართულება უზრუნველყოფს ისეთი სისტემების შემუშავებას, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზაციების უფრო ოპტიმალურ მუშაობას. მსგავსი მომსახურება შეიძლება გაეწიოთ სამედიცინო, ინდუსტრიულ, სამხედრო, სამეცნიერო თუ ბიზნეს ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ თავიანთი ფიზიკური მომსახურების გაციფრულება და ამ გზით სერვისის დახვეწა.
უმეტესი ნაწილი პროგრამების შექმნისა კოდების წერას მოიცავს, რომელთაც შემდეგში Software Developer-ები ამოწმებენ. კომპანიიდან გამომდინარე დეველოპერი აფასებს მომხმარებლისა და დამკვეთის საჭიროებებს და ცდილობს, პროგრამამ ყველა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ქმნის, ტესტავს და ავითარებს სოფტს, რომელიც გადაჭრის მომხმარებლის პრობლემას, შესთავაზებს მას გართობის საშუალებას ან უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს.
მეფინგი არის ფაზა, რომლის დროსაც დეველოპერი ქმნის დიაგრამებს, ცხრილებს, მოდელებს და აანალიზებს პროგრამის განვითარების თითოეულ ნაბიჯს, შემდეგ კი ამ თითქმის პროტოტიპად ქცეულ იდეას პროგრამისტებს აცნობს.
უნარები, რომლებიც დაგჭირდება, როგორც Software develop-ერს
მიუხედავად იმისა, რომ მსგავს პროფესიებს ხალხი ცალსახად „ტექნიკურად“ მიიჩნევს, Software Developer-ის უნარების ჩამონათვალში თავს იყრიან როგორც “hard”, ისე “soft” უნარები, რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერს კოდისა და პროგრამის დიზაინის შექმნასთან ერთად კომუნიკაციის კარგი უნარი ესაჭიროება, რომელსაც ინვესტორებთან თუ მენეჯერებთან გამოიყენებს.
ძირითადი ტექნიკური უნარები:
ასეთ კომპლექსურ პროფესიაში ადამიანს, რა საკვირველია, უნდა ჰქონდეს ძლიერი საბაზისო განათლება დარგის სპეციფიკაში. დამსაქმებელი კანდიდატისგან მოელის “know-how” ტიპის განათლებას. ამჟამად მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას კანდიდატის რეზიუმეს მეტ სპეციფიკას მატებს ისეთი ტექნიკური უნარების ფლობა, როგორებიცაა: Java®, SQL, Software engineering, JavaScript®, Python®, Microsoft® C#, Linux, Git, Oracle და DevOps.
ცალსახაა, რომ ფაქტობრივი ცოდნა მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, ტექნიკური ნაწილი წარმატების ფორმულის მხოლოდ ერთი მხარეა. პროგრამირება თავისთავად გულისხმობს გამუდმებულ მცდელობას რაღაცის დახვეწისა და პრობლემის პოვნისა. შესაბამისად, უნარი, მოთმინებით მოეკიდო ყველა ტიპის დავალებას, არ დანებდე და სტრატეგიულად მიუდგე შეცდომების პოვნას, დეველოპერების ყოველდღიურ საქმიანობაში დიდ როლს თამაშობს
იმ აზრის საწინააღმდეგოდ, რომ კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტები საკუთარ მაგიდასთან კომპიუტერში თავჩარგულები ატარებენ ცხოვრებას, გეტყოდით, რომ კარგი პროდუქტი იქმნება მხოლოდ და მხოლოდ გუნდური მუშაობის შედეგად. სწორედ ამიტომ, პროგრამისტები და დეველოპერები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან და, შესაბამისად, ორივე პროფესიის ადამიანისათვის აუცილებელია თანამშრომლებთან კოლაბორაცია.
სად მუშაობენ Software Developer-ები?
ამ პროფესიის ადამიანების უნარები საჭიროა თითქმის ნებისმიერ ინდუსტრიაში, იქნება ეს ფინანსები, დაზღვევა, წარმოება, მენეჯმენტი, ახალი პროდუქტის განვითარება თუ სხვა.
როგორც ხედავ, პროფესიები, რომლებიც, ერთი შეხედვით, რუტინულად, ინტროვერტულად და, რაღაც მხრივ, მოსაწყენად შეიძლება გვეჩვენებოდეს, სინამდვილეში ძალიან მრავალფეროვანი, მრავალმხრივი და გამოწვევებით სავსე შეიძლება აღმოჩნდეს. იმედია, ამ ბლოგის წაკითხვისას აღმოაჩინე, რომ Software Sevelopement შენთვის საინტერესო სფეროა. თუ მასზე უფრო მეტის გაგება მოგინდება, ყოველთვის შეგიძლია დარეგისტრირდე ჩვენს კურსზე, აითვისო საჭირო უნარები და ჩვენთან ერთად გადახვიდე განვითარების ახალ საფეხურზე.