
C# Fundamentals
კურსის შესახებ
აღნიშნული კურსი არის C# & .NET გამოყენებით Back-end პროგრამირების ორეტაპიანი კურსის პირველი ნაწილი. კურსის მიზანია მსმენელებმა საფუძვლიანად შეისწავლონ C# პროგრამირების ენა და მასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეფციები. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ დავალებებს, რაც დაეხმარება დამწყებ პროგრამისტებს შექმნან მარტივი კონსოლური აპლიკაციები, გაეცნონ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპებს და საფუძველი დაუდონ პროფესიულ განვითარებას პროგრამირების მიმართულებით.
კურსის მსვლელობისას მონაწილეები შეისწავლიან პროგრამირების საფუძვლებს და C# ენის მახასიათებლებს; Visual Studio-ს გამოყენებას და Git-თან მუშაობის პრინციპებს; მონაცემთა ტიპებს, ცვლადებსა და ოპერატორებს; მასივებს, მეთოდებს, კლასებსა და სტრუქტურებს; სტატიკურ წევრებს, Extension მეთოდებს და Operator Overloading-ს; კოლექციებს, გენერიკებს და Anonymous ტიპებს; Memory Management-ს: Heap, Stack, Garbage Collector; გამონაკლისების დამუშავებას და Custom Exception-ების შექმნას; ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპებს: მემკვიდრეობა, ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი; LINQ-ს, Lambda გამოხატულებებსა და ფაილებთან მუშაობას (ტექსტური ფაილები, JSON); პროექტზე მუშაობის ეტაპებს და საკუთარი იდეების პროგრამულ რეალიზაციას.
აუცილებელი მოთხოვნები: მონაწილე უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, ქონდეს შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტი დრო გამოყოს კურსის ფარგლებში, მოცემულ პროექტებზე სამუშაოდ. ასევე, საჭიროა ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონე (ტექსტების წაკითხვისა და ძირითადი ტერმინების გაგების დონეზე).
კურსის შედეგები: კურსის ბოლოს მონაწილეს ეცოდინება C# პროგრამირების ენა და მასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეფციები. შეძლებს დამოუკიდებლად შექმნას და მართოს მცირე მასშტაბის აპლიკაციები, გააანალიზოს კოდი, გამოიყენოს საუკეთესო პრაქტიკები და დაიწყოს მუშაობა განვითარებად პროექტებში. აღნიშნული კურსი აუცილებელი წინაპირობაა მათთვის, ვისაც სურს სიღრმისეულად ისწავლოს .NET ეკოსისტემაში პროგრამირება.

1090 ₾

ლექტორი:

ხანგრძლივობა:

დაწყების თარიღი:
19 მაისი

ლექციის დღეები:
ორშაბათი: 19:00-21:30
ხუთშაბათი: 19:00-21:30

ლექციები ჩატარდება:
Online / Google Meet