Alumn
მე ვარ მერი და მინდა გაგიზიაროთ ჩემი განვლილი გზა პირველ სამსახურამდე. პროგრამირების სწავლა გადავწყვიტე კოვიდის დროს, რადგან მინდოდა ახალი ჰობი მქონოდა, რომელიც გონებას დააბრუნებდა მუშაობის პროცესში და ამ პერიოდის გადალახვაში დამეხმარებოდა. თავიდანმეგობრის რჩევით მასალები მოვიძიე და დამოუკიდებლად ვცადე სწავლის დაწყება. პირველი თვეები ძალიან გამიჭრდა, ვერ გამეგო რა ხდებოდა ამ სფეროში, საიდან უნდა დამეწყო, რაუნდა მესწავლა, […]
მინდა გაგიზიაროთ ჩემი განვლილი გზა პირველ სამსახურამდე. IT მიმართულებით სწავლა დავიწყე ნულიდან ერთ-ერთ აკადემიაში, სადაც ავითვისე HTML, CSS, Javascript, Angular. ამის შემდეგ დამოუკიდებლად ვცდილობდი განვითარებას. უამრავი გასაუბრება გავიარე, თუმცა ჩემი ცოდნა ვერ აკმაყოფილებდა ვაკანსიის მოთხოვნებს, ამიტომ სწავლის გაგრძელება ოლ აკადემიაში გადავწყვიტე, სადაც გავიარე რეაქტის კურსი, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ რეაქტის გარდა საკმაოდ ბევრი რამე მასწავლეს […]
– React ნელ-ნელა იხვეჭს პოპულარობას და რადგან უკვე მქონდა საბაზისო ცოდნა პროგრამირებაში, გადავწყვიტე აღნიშნული framework-ის შესწავლა. იმ მომენტისთვის პრიორიტეტი იყო კურსი ყოფილიყო ქართულად და დაწყებულიყო ახლო პერიოდში. ბევრი უშედეგო ძებნის შემდეგ წავაწყდი ოლ აკადემიის რეაქტის კურსს, სადაც კონკრეტულად იყო მითითებული თარიღი, განსხვავებით სხვებისგან, ვისაც დაწყების დროდ “მალე” აქვთ მითითებული. გადავხედე სილაბუსსა და ლექტორის გამოცდილებას და საბოლოოდ […]
– როცა პირველად რეაქტის სილაბუსი ვნახე, ვიფიქრე, რომ მასალა ლექციებზე ძალიან სწორად იყო გადანაწილებული, ასევე დიდი დრო ეთმობოდა advanced JavaScript საკითხებს, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა აკადემიაში კურსის გავლა. მოლოდინი რაც მქონდა, გამართლდა: მივიღე თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება და ყველა საჭირო ცოდნა და სქილი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შევქმა ვებ აპლიკაცია რეაქტის გამოყენებით. ფინალური ნაშრომით, მგონი, ყველა კმაყოფილი […]