Cyber Security: Foundations
კურსის შესახებ
Cyber Security: Foundation კურსი განკუთვნილია 14-17 წლის მოზარდებისთვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ისწავლიან კიბერ თავდაცვისა და ჰაკინგის საწყისებს. გაერკვევიან, თუ როგორ მუშაობენ ამ მიმართულების სპეციალისტები ციფრული ინფორმაციის დასაცავად და თავდაცვის გასაძლიერებლად. თეორიული ნაწილის გარდა, კურსი მოიცავს პრაქტიკულ ელემენტებსა და თავდაცვა/თავდასხმის სიმულაციურ სავარჯიშოებს.
კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს ისწავლონ, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი თავი და სხვები ინტერნეტ სამყაროში. ამასთანავე, კურსდამთავრებულებს ექნებათ საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ შემდგომში კიბერუსაფრთხოების დარგი საფუძვლიანად შეისწავლონ და გახდნენ მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები.
კურსი სრულად დაფინანსებულია OL Academy-ის მიერ.
აუცილებელი მოთხოვნები:
გარდა მოტივაციისა, მონაწილეს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა A2+ დონეზე.
სრულად
დაფინანსებული
ლექტორი:
ზუკა პარწიკანაშვილი
ხანგრძლივობა:
20 საათი (10 ლექცია)
დაწყების თარიღი:
მალე
ლექციის დღეები:
I ჯგუფი
ორშაბათი: 16:00-18:00
ხუთშაბათი: 16:00-18:00
II ჯგუფი
სამშაბათი: 16:00-18:00
პარასკევი: 16:00-18:00
ლექციები ჩატარდება:
ბოჭორმის 18, თბილისი