end user security
  • პროგრამის მიზანი:

    მომხმარებლის (End user) ცნობიერების ამაღლება როგორც კიბერჰიგიენის მიმართულებით, ასევე მათზე მომდინარე კიბერშეტევის ვექტორების კუთხით.

  • ვისთვისაა პროგრამა:

    მათთვის, ვინც ყოველდღიურად იყენებს კომპიუტერს სამსახურეობრივი მიზნებისთვის და სურთ ბიზნეს პროცესში თავი დაცულად იგრძნონ.

  • მეთოდოლოგია

    სწავლება არის ინტერაქტიული და პრაქტიკაზე დაფუძნებული. გამოყენებულია ორი პროექტორი მსხვერპლისა და შემტევის მონიტორის საჩვენებლად. დამსწრე საზოგადოება პრაქტიკულად ნახულობს, თუ როგორ ხდება მათი ფარული მიყურადება, რა ხელსაწყოებს იყენებს შემტევი და როგორ აისახება ის მსხვერპლის კომპიუტერზე.

  • რას ისწავლის:

    აუდიტორია პრაქტიკაში ნახავს რა საფრთხის შემცველია არალიცენზირებული და პირატული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რა ფაქტორებით ცდილობენ შემტევები მათ დაინფიცირებას, რა არის კიბერ ჰიგიენა და როგორ გვეხმარება ის უსაფრთხოების გაზრდაში.

  • რის გაკეთებას შეძლებს პროგრამის დასრულების შემდეგ:

    მონაწილეებს შეეძლებათ ამოიცნონ საფრთხის შემცველი ელექტრონული წერილები, პროგრამული უზრუნველყოფა, ვებგვერდები და მედია მატარებლები, ასევე საეჭვო ბმულებისა და ფაილების უსაფრთხო გარემოში შემოწმება, რათა დარწმუნდნენ მავნეა თუ არა ისინი კომპიუტერული სისტემებისთვის.

ძირითადი საკითხები:

• Trojan: რა საფრთხის მატარებელია დაკრეკილი და არალინცენზირებული პროგრამები
• Keylogger: როგორ ხდება კომპიუტერიდან პაროლების მოპარვა
• Phishing: როგორ ხდება სოციალური ქსელებისა თუ ონლაინ ბანკის ანგარიშების გატეხვა
• Maldocs: როგორ გამოიყურება მავნე ოფისის დოკუმენტები (word,excel)
• Spyware: როგორ ხდება ვიდეოთვალი და ფარული მიყურადება
• Password reuse attack: რა საჭიროა პაროლ მენეჯერები და მარტივი გზა ანგარიშებზე წვდომის დაუფლებისა
• BadUSB: რატომ არის საფრთხის შემცველი მედია მატარებლები და რისი გაკეთება არის შესაძლებელი
  • პროგრამის ხანგრძლივობა

    2-3 საათი

  • მონაწილეების რაოდენობა

    8-50

  • ლოკაცია

    დამკვეთთან შეთანხმებით

  • ღირებულება

    დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობაზე