top of page
React კურსი

Cybersecurity Fundamentals & Ethical Hacking

კურსის შესახებ

კურსის მიზანია, მონაწილეები მოამზადოს კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროში მუშაობისთვის, მათ შორის ეთიკური ჰაკინგის დარგში. კურსი უზრუნველყოფს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს შეიძინონ უნარები და ცოდნა მოწყვლადობების გამოვლენაში, მათ ექსპლოატაციაში და უსაფრთხოების გეგმარებაში. პროგრამა ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებზე, არამედ იმაზე, რომ მონაწილე იყოს მზად იაზროვნოს როგორც ეთიკურმა ჰაკერმა. ეს გულისხმობს, უსაფრთხოების გამოწვევებზე მეტყველების და სისტემის უსაფრთხოების, ჰაკერის თვალით დანახვის უნარის განვითარებას.

ვისთვის არის პროგრამა: კურსი განკუთვნილია 15-დან 22 წლის ჩათვლით ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვინც დაინტერესებულია კომპიუტერული უსაფრთხოებითა და ეთიკური ჰაკინგით, მათ შორის დამწყები ტექნიკური სპეციალისტებისთვის, რომლებიც გეგმავენ მუშაობას პენეტრაციის ტესტირებისა და უსაფრთხოების ანალიზის სფეროში.

რა ცოდნა მოეთხოვება მონაწილეს: კურსის დაწყებისთვის წინასწარი ცოდნა არ არის აუცილებელი, თუმცა სასურველია, მონაწილეს ქონდეს ზოგადი გაგება IT ინფრასტრუქტურის და მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში მუშაობისადმი სურვილი და ინტერესი. კურსი მოიცავს ყველა აუცილებელ საფუძველს, ამიტომ განკუთვნილია მათთვისაც, ვინც ახლა ეცნობა ამ სფეროს.

რას ისწავლის: კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ეთიკური ჰაკინგის ძირითად პრინციპებს, რაც გულისხმობს კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების თავდაცვის წინააღმდეგ ზემოქმედების განხორციელებას მხოლოდ ავტორიზებული და ეთიკური გზებით. ისინი შეისწავლიან ვებ-აპლიკაციების, ქსელების, უსადენო სისტემებისა და სხვა ტექნოლოგიების პენეტრაციის ტესტირებას. გარდა ამისა, მონაწილეები შეისწავლიან, როგორ გამოიყენონ კონკრეტული ინსტრუმენტები, რათა შეაფასონ უსაფრთხოება და იპოვონ მოწყვლადობები, ხოლო შემდეგ შეამცირონ მათი რისკები.

რის გაკეთებას შეძლებს კურსის დასრულების შემდეგ: კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ, რომ  მიღებული ცოდნით დამოუკიდებლად განახორციელონ შეტევები და აღმოაჩინონ მოწყვლადობები, ასევე, მოახდინონ უსაფრთხოების შეფასებები და შეიმუშავონ უსაფრთხოების სტრატეგიები. ეს კურსი არა მხოლოდ მათი ტექნიკური უნარების გაძლიერებას უზრუნველყოფს, არამედ მყარ საფუძველს უქმნის მათ, მომავალი კარიერული წინსვლისთვის.

რეაქტი

740

icon

ლექტორი:

Icon

ხანგრძლივობა:

38 საათი (19 ლექცია)

Icon

დაწყების თარიღი:

29 აპრილი

Icon

ლექციის დღეები:

სამშაბათი: 18:00-20:00
პარასკევი: 18:00-20:00

Icon

ლექციები ჩატარდება:

გიორგი დანელიას 4

  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram

© OL Academy 2021

bottom of page