top of page
Giorgi Khachidze

გიორგი ხაჩიძე

პროექტის მენეჯერი და სერთიფიცირებული ეჯაილ ქოუჩი (ICP-ACC), 8+ წლიანი გამოცდილებით IT სფეროში, კერძო და საჯარო სექტორში. ამჟამად Singular-ის Scrum Master.

2.5 წლის განმავლობაში იყო თიბისი ბანკის ეჯაილ ქოუჩი და პარალელურად TNET-ის დამოუკიდებელი კონსულტანტი. 

როგორც ეჯაილ ქოუჩი/კონსულტანტი მუშაობდა 2 დონეზე:

1. ორგანიზაციის დონეზე ეჯაილ Maturity-ს გაზრდაზე, მათ შორის, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებს ეხმარებოდა: ო
რგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში; მიზნებისა და პრიორიტეტიზაციის პროცესების / პრაქტიკების აწყობა / დახვეწაში; ორგანიზაციის მასშტაბის ეჯაილ მაინდსეტისა და ცოდნის გაზრდაში; ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირების და მართვის პროცესში და სხვა.
 

2. გუნდების დონეზე ეჯაილ ფრეიმვორკების დანერგვა-განვითარებაზე, მათ შორის, გუნდის კაპიტნებსა და წევრებს ეხმარებოდა: მათი მიზნების სწორად ფორმულირებასა და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში გადატანაში; მიზნების მიღწევისთვის სწორი ეჯაილ ფრეიმვორკებისა და პრაქტიკების შერჩევაში; შერჩეული ფრეიმვორკებისა და პრაქტიკების დანერგვაში; უწყვეტი მიწოდების მიდგომის შემოტანასა და ემპირიზმზე დამყარებული განვითარების პროცესის გამართვაში.


აღნიშნული სერვისის ეფექტურად მიწოდებისთვის, საჭიროების მიხედვით, მუშაობდა როგორც ქოუჩი, ტრენერი, ფასილიტატორი და კონსულტანტი.
 

ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვილ საინტერესო გამოცდილებას გიორგი გაგიზიარებს შენ და დაგეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

bottom of page