ბლოგი

women in tech

თუ პროფესიული განვითარება გსურს და თან ფიქრობ, შენი სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ინტერაქცია წინსვლაში დაგეხმარება, მაშინ გაეცანი იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც IT ინდუსტრიის წარმომადგენლებისათვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს.
ივენთებირამდენიმე ტიპისაა და გვინდა ორი სიტყვით თითოეული მათგანი აღგიწეროთ:

კონფერენციები – ორივე, ფიზიკური თუ ვირტუალური, კონფერენცია შეიძლება ჩატარდეს, როგორ B2C (Business to Consumer), ისე B2B (Business to Business) სტილით. ასეთი ტიპის ღონისძიებები ტექ-ინდუსტრიის ხერხემალია და დაინტერესებული მხარის განათლებაზე, ინფორმირებულობასა თუ დატრენინგებაზე არის მომართული.

სავაჭრო შოუები – სავაჭრო შოუები და გამოფენა-გაყიდვები კონკრეტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევთ, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები თუ სერვისები. მაშინ როცა, კონფერენციების უმეტესობაზე დასწრება თავისუფალია, სავაჭრო
შოუების მონაწილეები, როგორც წესი, სკრინინგის პროცესს გადიან და ღონისძიებაზე მხოლოდ შერჩეული მყიდველები, კომპანიის წარმომადგენლები და მედია საშუალებები ხვდებიან.

სამიტები – მიუხედავად იმისა, რომ სამიტი და კონფერენცია ერთმანეთს ძალიან ჰგავს, პირველი მათგანი, როგორც წესი, უფრო მცირე ზომისაა და განკუთვნილია, უფრო „მაღალი დონის“ წარმომადგენლებისათვის. სხვა მხრივ, სამიტების დანიშნულება, ისევე როგორც კონფერენციების, განათლებაზე ზრუნვაა.

სემინარები – სემინარი და კონფერენციაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამ შემთხვევაში განსხვავება ისაა, რომ სემინარები ძირითადად 1 დღეზე დიდხანს არ გრძელდება და ნაკლებად მრავალფეროვან საკითხებს შეეხება ხოლმე.

2020 და 2021 წლის განმავლობაში არაერთ ვირტუალურ ღონისძიებას წავაწყდით, რომლებსაც პანდემიას უნდა ვუმადლოდეთ. ცვლილებამ ოფლაინიდან ონლაინ ივენთებამდე ხელი შეუწყო საგანმანათლებლო ღონისძიებებში მეტი ადამიანის ჩართვას, რადგან საზღვრები ქვეყნებს შორის წაიშალა. ასეთი ტიპის კონფერენციებმა თუ სემინარებმა დაამტკიცა, რომ ვირტუალური მოცემულობა ხსნიდა პრობლემას, რომელიც დიდი აუდიტორიის მქონე ღონისძიებებზე ჩნდებოდა. რამდენიმე ტოპ ტექნოლოგიური ივენთი, რომელიც ვირტუალურად ჩატარდა, იყო: ADOBE Summit, CES Tech Event, #DMWF Series და Search Marketing exhibit.
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ივენთებმა ბევრ კომპანიას ხელი შუწყო რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებაში, პირადად შეხვედრას მონაწილეებისათვის სხვა ბენეფიტები გააჩნია. მაგალითად ის, რომ ოფლაინ ღონისძიებებზე შეგიძლია პირადად გაიცნო უფრო მეტი ადამიანი, გაიფართოვო სოციალური წრე და გააბა კავშირები, ხელით შეეხო ახალ ტექნოლოგიებს და მათი ყველა მახასიათებელი შენი თვალით იხილო, დაიწყო პარტნიორობა სხვა კომპანიებთან და ა.შ.

ტექ-ღონისძიებებზე დასწრება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ:

     – არ ჩამორჩე ბოლოდროინდელ ტრენდებს;
     – პოტენციურ კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინ იყო;
     – შეიძინო გამოცდილება და ცოდნა;
     – შექმნა უფრო მდგრადი ბიზნეს მოდელი;

ახლა კი რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მოგიყვებით, რომლებიც 2022 წელს ჩატარდება.

CES Las Vegas 2022

ყოველწლიურად ლას ვეგასში, შეერთებული შტატების ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, სავაჭრო შოუ იმართება, რომლის მიზანიც ტექნოლოგიური სიახლეების ჩვენებაა.
2020 წელს გამართულ53-ე შოუზე ისეთმა კომპანიებმა, როგორიც ჰიუნდაი და უბერია, გაერთიანებული ძალებით შექმნილი მფრინავი ტაქსის ინიციატივა წარადგინეს, რომელიც 100%-ით ელექტრო ენერგიაზე იქნებოდა დაფუძნებული. ექსკლუზიურ ციფრულ ივენთზე ასევე წარადგინეს პანასონიკის ახალი ტელევიზორი, რომელსაც თამაშების კონსოლისათვის სრულიად ახალი დისფლეი და 120 Hz ექნებოდა.

რას უნდა ველოდეთ 2022 წლის გამოფენაზე?

ამ წელს CES ტექ-ფესტივალი ინდუსტრიაში კვლავინდებურად ახალ ინოვაციურ გამოცდილებას შემოიტანს, რომელიც გადანაწილდება
როგორც ჭკვიანი სახლების, ისე ავტომობილების, თამაშებისა თუ სხვა მიმართულებით. 
ფესტივალს მსოფლიოსმასშტაბით 1 100-ზე მეტი კომპანია დაესწრება, რაც ხელს შეუწყობს არა კონკრეტული რეგიონის პრობლემებზე ფოკუსირებას, არამედ ყველა მხარეს მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას.

Women in Tech 2022

კონფერენცია „ქალები ტექნოლოგიებში“ ხელს უწყობს უმცირესობებისა და ქალების ჩართვას IT მიმართულებებში. Engaging პანელები, ბრეიქაუთ რუმები, სესიები, ტექნიკური ვორქშოფები და ნეთვორქინგი იმ ბენეფიტების ჩამონათვალია, რომლებსაც კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ.
თუ Software ინჟინერი, პროდუქტების მენეჯერი, დიზაინერი, მონაცემთა ანალიტიკოსი ან მენეჯერი ხარ და მუშაობ სტარტაპისათვის, ტექ-კომპანიისათვის, ციფრული სააგენტოსა თუ საკონსულტაციო ფირმებისათვის, მაშინ ეს ღონისძიება იდეალური შანსია, გაიღრმავო ცოდნა უახლეს ტექნოლოგიებში და დამსაქმებლისა თუ შენი კომპანიისთვის მეტი ღირებულება მოიტანო. ამასთანავე Women in Tech დაგეხმარება, იპოვო ტექნოლოგიებით დაინტერესებული ქალები, რომლებიც ამ მიმართულებით არც ისე ბევრნი არიან, მათთან ერთად დაგეგმო ახალი პროექტები და ხელი შეუწყო ქალების ჩართულობის გაძლიერებას.

Gartner Digital Workplace Summit

ამ ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი IT მრჩეველთა კომპანიები გთავაზობენ შანსს, პირველი იყო, ვინც ახალ ტრენდებსა და მოლოდინებზე გაიგებ, რომლებიც შეიძლება შენს მიმართულებას უკავშირდებოდეს. სამიტზე გაეცნობი მითითებებს, როგორ შექმნა მომავლის სამსახური და მოგიყვებიან ციფრულ სამყაროში გადანაცვლებული კომპანიების რეალურ გადაწყვეტილებებზე.
Gartner’s Digital Workplace Summit კონკრეტულად მიმართულია ისეთი პოზიციების ადამიანების ინფორმირებაზე, როგორიცაა არქიტექტორები, IT ლიდერები, აპლიკაციების ლიდერები და ციფრული სამუშაო გარემოს კოორდინატორები.

გარდა იმ ივენთებისა, რომლებზეც მოგიყევით, შეგიძლია შენთვის სასურველი უამრავი ღონისძიება აღმოაჩინო. ამ ბლოგით უბრალოდ გვინდოდა, დაგვენახებინა შესაძლებლობები, რომლებიც დაგეხმარება შენს პროფესიაში უკეთესი გახდე, არ ჩამორჩე ტრენდებს და ნებისმიერ დროს იყო კადრი, რომელიც გარდა იმისა, რომ უკვე კვალიფიციურია, მუდმივად განვითარებისკენ იღვწის. 

Share via: