
Advanced C# & .NET Core
კურსის შესახებ
კურსის მიზანია, მსმენელებს შესძინოს სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე .NET Core ტექნოლოგიებში, მის ეკოსისტემაში არსებული მოწინავე მიდგომების გამოყენებით. მონაწილეები ისწავლიან, როგორ იმუშაონ კომპანიების რეალურ საჭიროებებსა და სიტუაციებზე მორგებულ პროექტებზე, როგორ გამოიყენონ არქიტექტურული შაბლონები და როგორ მართონ მონაცემთა ბაზები პროგრამულად, რათა დამოუკიდებლად შეძლონ რთული პროექტების დიზაინი, განვითარება და მხარდაჭერა.
მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას OOP-სა და SOLID პრინციპებში, ისწავლიან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მოწინავე ტექნიკებს MS SQL Server-ის, ADO.NET-ისა და Entity Framework-ის გამოყენებით. ასევე, პარალელური და ასინქრონული პროგრამირების პრინციპებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას შექმნან ოპტიმიზებული და რეაქტიული აპლიკაციები.
კურსი მოიცავს ASP.NET Core-ის საშუალებით Web API-ის შექმნას, MVC არქიტექტურის საფუძვლებს და Web-ზე ორიენტირებული პროექტების არქიტექტურის დაგეგმვას. თითოეული თემა გაძლიერებულია პრაქტიკული დავალებებით და Live Coding სესიებით, რაც ხელს შეუწყობს სწავლის პროცესის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისებას. კურსი სრულდება ფინალური პროექტის შექმნით, რომელიც მოიცავს მიღებული ცოდნის კომპლექსურ გამოყენებას.
აუცილებელი მოთხოვნები: მონაწილეს გავლილი უნდა ქონდეს C# Fundamentals კურსი ან ფლობდეს მის შესაბამის ცოდნას. უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, ქონდეს შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტი დრო გამოყოს კურსის ფარგლებში, მოცემულ პროექტებზე სამუშაოდ. ასევე, საჭიროა ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონე (ტექსტების წაკითხვისა და ძირითადი ტერმინების გაგების დონეზე).
კურსის შედეგები: კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს შექმნას კომპლექსური Web API - მოძრავი აპლიკაციები, იმუშაოს მონაცემთა ბაზებთან როგორც T-SQL-ის, ისე ORM-ის მეშვეობით, გამოიყენოს თანამედროვე არქიტექტურული შაბლონები, მოერგოს რეალურ სამუშაო გარემოს და ეფექტურად ჩაერთოს გუნდურ პროექტებში.

1090 ₾

ლექტორი:

ხანგრძლივობა:
2.5 საათი (15 ლექცია)

დაწყების თარიღი:
8 სექტემბერი

ლექციის დღეები:
ორშაბათი: 19:00-21:30
ხუთშაბათი: 19:00-21:30

ლექციები ჩატარდება:
Online / Google Meet