– როცა პირველად რეაქტის სილაბუსი ვნახე, ვიფიქრე, რომ მასალა ლექციებზე ძალიან სწორად იყო გადანაწილებული, ასევე დიდი დრო ეთმობოდა advanced JavaScript საკითხებს, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა აკადემიაში კურსის გავლა.
მოლოდინი რაც მქონდა, გამართლდა: მივიღე თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება და ყველა საჭირო ცოდნა და სქილი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შევქმა ვებ აპლიკაცია რეაქტის გამოყენებით.
ფინალური ნაშრომით, მგონი, ყველა კმაყოფილი დავრჩით ვფიქრობ, რომ კარგად გავართვი თავი დავალებებსა და, ზოგადად, ჩელენჯებს. კურსის მეორე ნახევარში საკმაოდ დატვირთულები ვიყავით დავალებების მხრივ, თუმცა ძალიან საინტერესო იყო შესრულების პროცესი, რამაც უფრო შეგვიწყო ხელი განვითარებაში.
თუ რეაქტის სწავლა გინდათ და გადაწყვეტთ ამისთვის კურსი გაიაროთ, აუცილებლად გირჩევთ ოლ აკადემიას. ლექტორი სიღრმისეულად არჩევს ყველა თემას, ლექცია-სემინარები ტარდება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც ასევე ბევრად უკეთ გაგაგებინებს და გაგააზრებინებს კონკრეტულ საკითხს.
– რეაქტში რაღაც ცოდნა მქონდა და მისი გაღრმავება მინდოდა. ფეისბუქზე შემთხვევით ოლ აკადემიას წავაწყდი და რეაქტის სილაბუსიც ვნახე. კურსზე რეგისტრაციამდე დავესწარი ლექტორთან ონლაინ შეხვედრას, სადაც დანიელმა დეტალურად მიმოიხილა კურსი და ამომწურავად გასცა პასუხი ყველას კითხვას.
მიხარია, რომ საბოლოოდ ოლ აკადემიაში გადავწყვიტე რეაქტის გავლა, რადგან გარდა ცოდნის გაღრმავებისა და ტექნიკური უნარებისა, აქ შევიძინე ახალი სამეგობრო წრე და გავიცანი ადამიანები, რომლებიც მუდმივად მზად არიან დაგეხმარონ ისევე, როგორც ლექტორი, რომელიც არასალექციო დროსაც მეხმარებოდა რეაქტთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში.
– სამსახურში ანგულარის გამოყენებით ვწერდი ვებ აპლიკაციებს და მინდოდა ალტერნატიული ინსტრუმენტის შესწავლა.
კურსის სილაბუსს რომ გადავხედე, ის მოიცავდა არამხოლოდ რეაქტის შესწავლას. პირველი 10 ლექცია იყო მიძღვნილი JS-სთვის. მინდოდა JS-ის უფრო სიღრმისეულად გაგება და ამავე დროს რეაქტის სწავლაც. რასაც მოველოდი, ზუსტად ის მივიღე. ვგრძნობ, რომ უფრო კომფორტულად ვიყენებ JS-ს და ანგულარშიც ბევრ რაღაცას ვაქცევ ყურადღებას, რასაც აქამდე არ ვაქცევდი.
ოლ აკადემიამ მომცა უფრო მეტი მოტივაცია სწავლისთვის, ასევე ახლა უფრო მეტ კითხვას ვსვამ და სხვებთან ერთად ვარჩევ რთულ საკითხებს. გავხვდი უფრო ღია შეცდომებისთვის, ამ საკითხთან სულ მქონდა პრობლემა, რაც აკადემიაში სწავლის პროცესმა მომიგვარა.
დავალებები იმდენად საინტერესო გასაკეთებელი იყო, რომ „საშინაო დავალებად“ არც კი აღიქმებოდა. უფრო გამოწვევად ვიღებდით, ვიდრე მოსაწყენ სავალდებულო საქმედ.
ყველას, ვისაც რეაქტის სწავლა უნდა 100%-ით ვურჩევდი ოლ აკადემიას. პირველი, სწორად დალაგებული კურსია, ერთი თემა მეორეს ლოგიკურად ებმის; მეორე, შესანიშნავი ლექტორია, რომელიც ყველაფერს აქცევს ყურადღებას და არც ერთ კითხვას არ ტოვებს უპასუხოდ; მესამე, მეგობრული გუნდი, რომელიც შენს განვითარებაზეა ორიენტირებული.