• პროგრამის მიზანი:

    მონაწილემ შეძლოს ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ფორმირება მონაცემთა ბაზის პროგრამირების PL/SQL ენის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია Oracle მონაცემთა მართვის სისტემის პროფესიული პრობლემების გადაჭრასთან.

  • ვისთვისაა პროგრამა:

    მათთვის, ვისაც შეხება ჰქონია Oracle მონაცემთა ბაზებთან და სურს შეისწავლოს Oracle PL/SQL-ის ფუნდამენტური საწყისები.

  • რა ცოდნა მოეთხოვება მონაწილეს:

    უნდა იცოდეს Oracle მონაცემთა ბაზის საწყისები და ინგლისური ენა A2 დონეზე.

  • რას ისწავლის:

    მონაწილეები ისწავლიან PL/SQL ობიექტების შექმნას, მოდიფიკაციას და გაუქმებას, გამონაკლისების ეფექტურად მართვას, Oracle მონაცემთა ბაზის სტანდარტული პაკეტებით სარგებლობას, ობიექტის ტიპებთან და კოლექციებთან ეფექტურად მუშაობას.

  • რის გაკეთებას შეძლებს პროგრამის დასრულების შემდეგ:

    მონაწილეებს შეეძლებათ მიზნის ფარგლებში განსაზღვრონ ამოცანების სპექტრი და აირჩიონ მათი გადაჭრის საუკეთესო გზები მოქმედი სამართლებრივი ნორმების, არსებული რესურსებისა და შეზღუდვების საფუძველზე.

პროგრამის საკითხები:

  • პროგრამის ხანგრძლივობა

    36 საათი

  • მონაწილეების რაოდენობა

    8-20

  • ლოკაცია

    ორიენტ ლოჯიკის სათავო ოფისი, მის: თბილისი, ბოჭორმის ქ. 18

  • ღირებულება

    დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობაზე