– React ნელ–ნელა იხვეჭს პოპულარობას და რადგან უკვე მქონდა საბაზისო ცოდნა პროგრამირებაში, გადავწყვიტე აღნიშნული framework-ის შესწავლა. იმ მომენტისთვის პრიორიტეტი იყო კურსი ყოფილიყო ქართულად და დაწყებულიყო ახლო პერიოდში. ბევრი უშედეგო ძებნის შემდეგ წავაწყდი ოლ აკადემიის რეაქტის კურსს, სადაც კონკრეტულად იყო მითითებული თარიღი, განსხვავებით სხვებისგან, ვისაც დაწყების დროდ “მალე” აქვთ მითითებული. გადავხედე სილაბუსსა და ლექტორის გამოცდილებას და საბოლოოდ არჩევანი ოლ-ზე შევაჩერე.
კურსის დაწყებამდე, როგორც ყველას, მქონდა სურვილი რომ, დასრულების შემდეგ მცოდნოდა ფუნდამენტალები და გამეგო, როგორ მუშაობდა React, ასევე ვყოფილიყავი კონკურენტუნარიანი ბაზარზე და შემძლებოდა დასაქმება. ლექტორი ზედმიწევნით კარგად გვიხსნიდა მასალას და გვიმოწმებდა დავალებებს. რამაც საბოლოო შედეგამდე წარმატებით გამიყვანა.
– კურსის დაწყებამდე მქონდა მოლოდინი, რომ რეაქტს შევისწავლიდი საბაზისო დონეზე და შევძლებდი დამოუკიდებლად ამეგო მცირე და დიდი ზომის აპლიკაციები. საბოლოოდ შევისწავლე ბაზისებზე ბევრად მეტი, გავერკვიე როგორ მუშაობს ფრეიმვორკი, რა უპირატესობები აქვს და შევიძინე სხვა დეველოპერებთან ერთად მუშაობის უნარები. ახლა უკვე შემიძლია დამოუკიდებლად და სრულფასოვნად ავაგო დიდი ზომის ვებ აპლიკაციებიც კი.
ჩემთვის ოლ აკადემია არ არის მხოლოდ ცოდნის მიღების წყარო. აკადემიამ გარდა ტექნიკური ცოდნისა, მასწავლა ურთოერთობა სხვა ადამიანებთან, შემიქმნა ძალიან კარგი და მეგობრული გარემო, რისი წყალობითაც შევიძინე ახალი მეგობრები. აკადემიამ და ლექტორმა დამანახეს დიდი და საინტერესო გზა ვებ პროგრამირების სფეროში, მაჩვენებს თუ რას ნიშნავს იყო დეველოპერი და, რაც ყველაზე მთავარია, მასწავლეს, რომ არასდროს უნდა შევწყვიტო განვითარება.
ნებისმიერ ვებ-პროგრამირებით დაინტერესებულს ვურჩევდი ოლ აკადემიას, რადგან აკადემიას ჰყავს ძალიან კვალიფიციური და ყურადღებიანი ლექტორები და სტაფი. ორიენტირებულები არიან, რომ მაქსიმალური ცოდნა მიიღო და ასევე ხელს გიწყობენ კურსის დასრულების შემდეგ გაიკვლიონ გზა და დასქამდე.
– ოლ აკადემიას გამოვარჩევდი იმით რომ, საიტზე კურსთან
დაკავშირებული დეტალები გასაგებად წერია, მათ შორის სილაბუსიც. სანამ კურსზე გავივლიდი რეგისტრაციას უამრავი კითხვა მქონდა, რომლებზეც ადმინისტრაციამ ამომწურავი პასუხები გამცა.
კურსმა მოლოდინებს გადააჭარბა, ლექტორმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ძირეულად შეგვესწავლა რეაქტის მუშაობის პრინციპები, რამაც ბევრ ბუნდოვან ნაწილს დეველოფმენტში ფარდა ახადა 😊
კურსის განმავლობაში ბევრ წინაღობას წავაწყდი დავალებებთან
დაკავშირებით, მაგრამ დანიელის მიდგომებით, მოტივაცია უფრო და უფრო მემატებოდა. ასევე, გარდა ტექნიკური ცოდნისა, ვისწავლე რომ ამ სფეროში გუნდურობა ძალიან დიდ როლს ასრულებს, თითოეული სტუდენტი მოტივირებული იყო, რომ არცერთი ჩვენგანი არ ჩამორჩენოდა მასალას
და ვუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას. საბოლოოდ, კურსი ყველამ წარმატებით დავასრულეთ.
ოლ აკადემიას ვურჩევდი ყველას, ვინც მონდომებულია მიაღწიოს
დიდ წარმატებას. ვისაც სურვიალი აქვს ჰყავდეს პროფესიონალი მენტორი, რომელიც გასაგებ ენაზე აგიხსნის რეაქტის და არამარტო რეაქტის საფუძვლებს. ჩემი აზრით, აქ არის ის გასაღები, რომელიც კარს გაგიღებს დიდი წარმატებისკენ.

– დავალებები იმდენად საინტერესო იყო, სხვა საქმეები მავიწყდებოდა და მთელ დროს მათ ვუთმობდი. განსაკუთრებით ფინალურ პროექტზე მუშაობა მომეწონა. მან საშუალება მომცა, მანამდე მიღებული ცოდნისთვის თავი მომეყარა და უფრო დიდი პრობლემები გადამეჭრა.
– აკადემიამ ჩემი ყურადღება სოც. ქსელში გაშვებული რეკლამით მიიქცია. უამრავი კითხვა მქონდა, რომლებზეც, არ დამზარდნენ, ფიზიკურად შემხვდნენ და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გამცეს. სწავლის პროცესში გავიცანი ადამიანები, რომლებთანაც კონტაქტი აკადემიის გარეთაც მაქვს. ერთმანეთს მუდმივად ვეხმარებოდით სწავლის პროცესში, რამაც საბოლოოდ ტრენინგი კიდევ უფრო ინტერაქციულ და სასიამოვნო გამოხდილებად აქცია.


– გავიცანი ადამიანები, რომლებიც მზად არიან მოგეხმარონ ყველაფერში. ლექტორი არის შესანიშნავი პიროვნება, რაც არ უნდა გაგიჭირდეს, ყველაფერს აგიხსნის, მაგრამ მთავარია საკუთარ თავზე მუშაობა და მეტი პრაქტიკა.
– ოლ აკადემია ჩემთვის არის სივრცე სადაც, მეგულებიან ადამიანები, ვინც კურსის მერეც დამეხმარებიან ნებისმიერ რამეში, სადაც პირველი მომინდება ჩემი წარმატების გაზიარება, რადგან თითოეული მათგანისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ყველას ვურჩევდი აქ სწავლას. შესაძლებლობა გექნებათ გაიცნოთ დანიელი, ამ კურსის სული და გული, რომელიც მაქსიმუმს ჩადებს თქვენს განვითარებაში და გაგრძნობინებთ, რომ მნიშვნელოვანია მისთვის თითოეული სტუდენტი.
