ბლოგი

react

თუ შენი, როგორც დეველოპერის, კარიერის განვითარება გინდა, აუცილებლად უნდა იცოდე, რომ React შენი სქილების ჩამონათვალში ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. ჯავასკრიპტის სპეციალისტისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, იცოდეს React. ამ ბლოგში ვეცდებით, უკეთ დაგანახოთ, საერთოდ რა გასაქანი აქვს React-ს და რატომ შეიძლება გიღირდეს, 2021 წელს შენი ძვირფასი დრო ამ ბიბლიოთეკის შესწავლას დაუთმო.

ახალი უნარების ათვისება შენგან დიდი დროისა და ძალისხმევის ინვესტირებას მოითხოვს. ასე რომ, თუ ამ და სხვა რესურსების ტყუილად დაკარგვა არ გინდა, აუცილებელია, ეცადო,  რაღაც ისეთი ისწავლო, რაც გამოგადგება, ახლაც და მომავალშიც სტაბილური შემოსავლის წყაროს გაგიჩენს. ახალი ტექნოლოგიის სწავლა, მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს პოპულარულია და ყველა მასზე ლაპარაკობს, ალბათ, შენც ხვდები, რომ ბოლომდე სწორი გადაწყვეტილება ვერ იქნება. მნიშვნელოვანია, ხედავდე შედეგს, რომელსაც შენი რესურსი იძლევა. შედეგად კი რა შეიძლება ჩავთვალოთ, თუ არა დასაქმების უკეთესი და უფრო მეტი შესაძლობლობა, დეველოპერის კარიერის განვითარება, ამჟამინდელ სამსახურში დაწინაურება ან უბრალოდ ყოველდღიური სამუშაო დღის სრულყოფა და გამარტივება.

ჯერ კიდევ 2011 წელს დეველოპერები Facebook-ში კოდის შენარჩუნების პრობლემებს გადააწყდნენ. ამბის მოყოლა თითქოს ზღაპარივით დავიწყეთ, მაგრამ რეალურად ამ შემთხვევამ დეველოპერებისთვის მართლაც ზღაპრული ბიბლიოთეკის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. Facebook-ის აპლიკაციას ყოველდღიურად სხვადასხვა ფუნქციები ემატებოდა, ამ გაფართოებას კი გუნდში ადამიანების რაოდენობის ზრდაც მოჰყვებოდა. რთული იყო ამხელა პროცესი რამდენიმე ადამიანს უნაკლოდ ემართა. მეტმა თანამშრომელმა Facebook, როგორც კომპანია, შეანელა და მოუქნელი გახადა, აპლიკაცია კი ნელ-ნელა რთული სამართავი ხდებოდა. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯორდან ვოლკმა საზოგადოებას React გააცნო. თუმცა, დასაწყისში ამ ინოვაციას ყველა სკეპტიკურად უყურებდა, მეტიც აუდიტორია ფიქრობდა, რომ ახალი ბიბლიოთეკა წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი უფრო იყო. სულ მალე კი React-მა ყველას გული მოიგო, ჩნდებოდა ისეთი კერძო კომპანიების გვერდით, როგორიცაა NETFLIX, და ყველაში ნდობას იწვევდა.

React პროფესიონალებისთვის ყველაზე საყვარელი და გამოყენებადი ბიბლიოთეკაა

ნებისმიერი წარმატებული ბიზნესი იყენებს React-ს და მუდმივად ეძებს ახალ ტალანტს, რომელიც უნარების ამ პაკეტით იქნება შეიარაღებული და პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. დღესდღეობით გლობალური ბაზარი გაჯერებულია ვაკანსიებით, რომლებშიც React Developer-ებს ეძებენ. მათ შორის ხშირია remote შეთავაზებები, რაც არაჩვეულებრივ შანსს გაძლევს საქართველოდან რომელიმე გლობალური პროექტის მონაწილე გახდე და საერთაშორისო პრაქტიკებსა და გამოცდილებებსაც ეზიარო.

მაინც რატომ უყვართ React? იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი Javascript ბიბლიოთეკაა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, ძალიან სწრაფად და ეფექტურად შექმნან ინტერაქციული და დინამიკური user interface-ები, რაც მთავარია, მინიმალური კოდირებით. სიმარტივითა და მოდულარული სტრუქტურით გამორჩეული React-ით პროფესიონალები 3X სიჩქარით მუშაობენ, რაც ბუნებრივია, მათ სამსახურეობრივ ცხოვრებას საკმაოდ ამარტივებს. React-ით აგებული აპლიკაციები გამოირჩევა მარტივად შენარჩუნებადობითა და მასშტაბების ზრდის მოქნილობით. მეორე მხრივ, ბიზნესი კმაყოფილია დაზოგილი ფინანსური რესურსით, რომელიც ხანგრძლივი პროცესის შესამოკლებლად დამატებითი დეველოპერებისთვის უნდა გადაეხადა. შესაბამისად, კომპანიები ცდილობენ, თავიანთი მოდელი მთლიანად React-ს მოარგონ და იხეირონ როგორც თვითონ, ისე თანამშრომლებმა. 

React-ს იყენებენ არა მხოლოდ დიდი კომპანიები, არამედ სტარტაპები და მცირე ბიზნესებიც

შეიძლება მოგეჩვენოს, რომ React დიდ კომპანიებში, როგორებიცაა FACEBOOK, NETFLIX, BBC პროცესების დასაჩქარებლად თუ გამოდგება, თუმცა აუცილებელია, კარგად გავიაზროთ, რამდენად კონკურენტულ ეპოქაში ვცხოვრობთ. არ არსებობს უმცირესი სტარტაპიც კი, რომელიც არ ჩაიყლაპება, თუ სწორ და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიას არ გამოიყენებს. არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის მასშტაბებს, სისწრაფე აჩქარებული რიტმის მქონე სამყაროში ყველასთვის პრიორიტეტულია.

React-ის სწავლას დიდი დრო სულაც არ სჭირდება

ალბათ, გაინტერესებს, მაინც რამდენი ხანი შეიძლება დაგჭირდეს ამ ტექნოლოგიის დასაუფლებლად. ცხადია, პასუხი შენს გამოცდილებაზეცაა დამოკიდებული, რადგან React ახალი სართულივით ეშენება ვებ დეველოპმენტში შენს უკვე შეძენილ ცოდნას. თუ აქამდე ამ სფეროსთან შეხება არ გქონია, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ React-ის შესასწავლად შეიძლება წელიწადი დაგჭირდეს. პირველი რაც უნდა გააკეთო, ისაა, რომ ბაზისური უნარები შეიმუშაო, ჩაუღრმავდე პროგრამირების კონცეფციას, დაუახლოვდე Javascript-ს, HTML-სა და CSS-ს.

შეიძლება, ბევრ წვალებად გეჩვენება, მაგრამ თუ შენი კარიერის დეველოპმენტთან დაკავშირება გსურს, ეს გამოცდილება ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდება. გარდა ამასა, React არა მარტო დამატებით ბენეფიტს შეგიქმნის, არამედ უკვე არსებულ ცოდნასაც (მაგალითად Javascript-ის) გაგიღრმავებს, დაგეხმარება სტრუქტურების უკეთ გაანალიზებაში და კარიერის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის დროს თავს შეგახსენებს. თუ მზად ხარ, შენი თავი ამ მიმართულებით გამოსცადო, OL Academy React-ის უნიკალური სილაბუსით შექმნილ კურსს გთავაზობს.

Share via: