react alumni

მე ვარ მერი და მინდა გაგიზიაროთ ჩემი განვლილი გზა პირველ სამსახურამდე.

პროგრამირების სწავლა გადავწყვიტე კოვიდის დროს, რადგან მინდოდა ახალი ჰობი მქონოდა, რომელიც გონებას დააბრუნებდა მუშაობის პროცესში და ამ პერიოდის გადალახვაში დამეხმარებოდა. თავიდან
მეგობრის რჩევით მასალები მოვიძიე და დამოუკიდებლად ვცადე სწავლის დაწყება.

პირველი თვეები ძალიან გამიჭრდა, ვერ გამეგო რა ხდებოდა ამ სფეროში, საიდან უნდა დამეწყო, რა
უნდა მესწავლა, ხშირად მოტივაციას ვკარგავდი და თავს ვანებებდი. იყო პერიოდი, თვეებითაც
დამინებებია თავი, ხანდახან მეგონა, რომ საერთოდ არ გამომდიოდა და ჩემი არ იყო, თუმცა
რაღაც ძალა მაინც უკან მაბრუნებდა, რადგან პროცესი მომწონდა.

საბოლოოდ, 2022 წლის იანვარში დავიწყე ინტენსიურად ჩემით სწავლა, ძალიან ბევრ ვიდეოს ვუყურებდი,
ვკითხულობდი, ძირითადად HTML, CSS და JavaScript -ზე ვიყავი ორიენტირებული. შემდეგ
ჩემმა მეგობარმა მითხრა OL Academy-ს შესახებ და React-ის კურსის გავლა შემომთავაზა.
იმ ეტაპზე წარმოდგენა არ მქონდა რა იყო React, მაგრამ გადავწყვიტე, მეცადა. სწავლა
დავიწყე ივნისის დასაწყისში და საკმაოდ ინტენსიური ორი თვე გამოგვივიდა.

ჩემს ცხოვრებაში ეს ორი თვე გარდამტეხი აღმოჩნდა – გამიქრა ყველა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რამე არ შემეძლო ან ეს საქმე ჩემი არ იყო. გვიწევდა უამრავი პროექტის და დავალების კეთება, რომლებიც თან ძალიან საინტერესო იყო და თანაც საკმაოდ სტრესული, მაგრამ დანიელი იყო ის ადამიანი, ვინც ყველა სირთულეს გვალახინებდა, გვაძლევდა უსაზღვრო მოტივაციას, გვეხმარებოდა ყველაფერში და აკეთებდა ასჯერ უფრო მეტს, ვიდრე მის მოვალეობაში შედიოდა, ამიტომ არ გვქონდა არანაირი უფლება იმის, რომ დავნებებულიყავით.

კურსის დასრულების შემდეგ არ დამიწყია სამსახურის ძებნა, რადგან ვიცოდი, იყო საკითხები, რომლის დახვეწაც მჭირდებოდა, თუმცა სექტემბრის დასაწყისში გავიგე, რომ NOXTTON-ში React developer-ები სჭირდებოდათ. ბევრი ყოყმანის მერე მაინც გადავწყვიტე მეცადა. გავაკეთე დავალება, გავიარე გასაუბრება და საბოლოოდ შემომთავაზეს Front-end developer intern-ის ანაზღაურებადი პოზიცია.
ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ დიდ პროექტზე, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია. ამ ეტაპზე მაქვს პატარ-პატარა თასქები, რომლების მეხმარება პროექტის გაანალიზებაში. ყოველდღიურად ტარდება მითინგები ჩემს მენტორთან, რომელიც მეხმარება განვითარებაში და მაძლევს მიმართულებას.

ოლ აკადემია ჩემთვის არის სივრცე სადაც, მეგულებიან ადამიანები, ვინც კურსის მერეც დამეხმარებიან ნებისმიერ რამეში, სადაც პირველი მომინდება ჩემი წარმატების გაზიარება, რადგან თითოეული მათგანისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. ყველას ვურჩევდი აქ სწავლას. შესაძლებლობა გექნებათ გაიცნოთ დანიელი, ამ კურსის სული და გული, რომელიც მაქსიმუმს ჩადებს თქვენს განვითარებაში და გაგრძნობინებთ, რომ მნიშვნელოვანია მისთვის თითოეული სტუდენტი.

ყველას, ვინც ახლა იწყებთ, გირჩევთ, არ დანებდეთ! ეძიეთ გზები, რომლებიც მოტივაციას დაგიბრუნებთ და შედეგი არ დააყოვნებს. ეს ის სფეროა, სადაც ყოველთვის შრომა და მონდომებაა გამარჯვებული.