
-
პროგრამის მიზანი:
ლექციების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა React-ის გამოყენებით შეძლონ საშუალო სირთულის ვებ აპლიკაციის შექმნა. პროგრამის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან Javascript პროგრამირების ენის Advanced თემებს, რაც გაამყარებს მათ ცოდნას და მოამზადებს React-ის ძირითადი ნაწილის შესასწავლად. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ სხვადასხვა ტიპისა და სირთულის პროექტებზე. ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები დაეხმარებათ, მიიღონ ცოდნა, რომელიც პასუხობს ბაზარზე არსებულ აქტუალურ მოთხოვნებს და რომელიც აუცილებლად გამოადგებათ პროფესიულ საქმიანობაში.
-
ვისთვისაა პროგრამა:
მათთვის, ვისაც აქვს ვებ დეველოპმენტის საწყისების გამოცდილება და სურს ცოდნა გაიღრმაოს React JS-ის მიმართულებით.
-
რა ცოდნა მოეთხოვება მონაწილეს:
უნდა იყოს მონდომებული, შეეძლოს საკუთარ თავთან მუშაობა, ჰქონდეს საშუალება რაც შეიძლება მეტი დრო გამოყოს პროგრამის ფარგლებში მოცემული პროექტებისთვის. ასევე, აუცილებელია ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ A2 დონეზე, რათა ადვილად შეძლოს მასალების კითხვა და HTML-ის, CSS-ისა და Javascript-ის საწყისებს.
-
რას ისწავლის:
მონაწილეები ისწავლიან Javascript პროგრამირების ენის ძირითად Advanced თემებს, რომლებიც დაეხმარებათ თანამედროვე Framework-ებთან მუშაობის დაწყებაში. ასევე შეისწავლიან React-ის საწყისებს და ყველა მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც საშუალო და შედარებით რთული პროექტების შესაქმნელად არის საჭირო.
-
რის გაკეთებას შეძლებს პროგრამის დასრულების შემდეგ:
მონაწილეები შეძლებენ React-ის გამოყენებით შექმნან user-friendly ფუნქციურად გამართული და ოპტიმალური, როგორც multi, ასევე single page ვებ აპლიკაციები, აღიქვან აპლიკაციის სტრუქტურა და მთელი პროცესი თუ როგორ მუშაობს ის, შესაბამისად, მათი პროექტები იქნება მაქსიმალურად დახვეწილი, სწრაფი და მოქნილი. საიტის ნულიდან დასრულებულ მდგომარეობამდე მიყვანის გარდა, შეძლებენ მარტივად გაერკვიონ უცხო პროექტებში და გააგრძელონ სხვის მიერ დაწყებულ პროექტზე მუშაობა.
-
პროგრამის ხანგრძლივობა
40 საათი
-
მონაწილეების რაოდენობა
8-12
-
ლოკაცია
ორიენტ ლოჯიკის სათავო ოფისი, მის: თბილისი, ბოჭორმის ქ. 18
-
ღირებულება
დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობაზე