React Native
კურსის შესახებ
კურსის ფარგლებში მონაწილეებს შევასწავლით მობაილ აპლიკაციების შექმნას React Native-ის გამოყენებით. სალექციო პროცესში სტუდენტები შეისწავლიან React Native-ის საწყისებს, გაეცნობიან მისი მუშაობის პრინციპებსა და ძირითად განსხვავებებს სხვა ფრეივორკებთან თუ Native ენებთან მიმართებით; მობილური აპლიკაციების შექმნასა და განთავსებას Google Play-სა და App Store-ზე.
ლექციაზე ახსნილი თეორიული საკითხების პრაქტიკაში გადატანის მიზნით მონაწილეები ინტენსიურად მუშაობენ რეალურ პროექტებზე, რომელთა შესრულების პროცესშიც, ისინი მყისიერ უკუკავშირს იღებენ ლექტორისგან.
ჩვენი მთავარი ამოცანაა სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება, რისთვისაც მათ პრაქტიკული სავარჯიშოებით დატვირთულ სასწავლო გარემოს ვთავაზობთ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები თავისუფლად ქმნიან Small size და Middle size მობაილ აპლიკაციებს.
აუცილებელი მოთხოვნები:
კურსი გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც აქვს მოტივაცია, ინტერესი და სურვილი დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროს და აქვს საწყისი გამოცდილება ვებ დეველოპმენტში (HTML, CSS და Javascript). ასევე, საჭიროა React-ის საფუძვლებისა და ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე. სწავლის პროცესში სტუდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ თავთან მუშაობის შესაძლებლობა.
860 ₾
ლექტორი:
ხანგრძლივობა:
28 საათი (14 ლექცია)
დაწყების თარიღი:
მალე
ლექციის დღეები:
სამშაბათი: 19:00-21:00
პარასკევი: 19:00-21:00
ლექციები ჩატარდება:
Online / Google Meet