
1993 წელს ბობ იანგისა და მარკ ევინგის დახმარებით მსოფლიოში გაჩნდა კომპანია Red Hat, რომლის მიზანსაც open source software-ზე დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნა-შეთავაზება წარმოადგენდა. დღესდღობით კი იგივე კომპანია open source მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია და მსოფლიოს გარშემო 25 000-ზე მეტ ტექ-სპეციალისტს აერთიანებს. კომპანიამ მომხმარებელს თავი წითელქუდიანი კაცის გრაფიკული გამოსახულებით დაამახსოვრა, რომელიც საიდუმლო აგენტის, Shadowman-ის პროტოტიპი იყო და კომპანიის მეამბოხე სულს გამოხატავდა. ეს უკანასკნელი, Red Hat-ის შემთხვევაში, საკუთრებაში მყოფი ტექ-კომპანიებისთვის ბარიერების გარღვევასა და ღია წყაროებში გაჭრას გულისხმობდა. Shadowman open source მოძრაობის ერთგვარი აიქონი გახდა, ხოლო Red Hat-ის უნიკალური კულტურა – სხვებისთვის თვალსაჩინო.
Red Hat-ის ძირითადი პროდუქტი Linux-ია, software-ის ნაკრები, რომელიც Linux-ის ოპერაციულ სისტემაზეა დამყარებული. ამჟამინდელი ვერსია (8.5) Red Hat Linux8 800-ზე მეტ ინდივიდუალურ ნაკრებს მოიცავს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც სწორედ ღია კოდის პროექტებად განხორციელდა. Open Source-ის სულისკვეთების გამო მთლიანი 540 მბ-იანი Red Hat Linux-ის ჩამოტვირთვა პირდაპირ Red Hat-ის ვებ-საიტიდან შეგიძლიათ. რადგან ლინუქსი და სხვა სისტემები გასამართად საკმაოდ კომპლექსურია, Red Hat მათ ყოველწლიურ მხარდაჭერას შედარებით დაბალ ფასად ყიდის, ძირითადი დანახარჯი კი მომხმარებელს ტექნიკურ მხარდაჭერასა და სისტემის შენარჩუნებაზე აქვს. Red Hat დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კლიენტებისთვის შექმნილ გამართულ სამუშაო პროცესს, ამიტომ დეველოპერებსა და სხვა მიმართულების პროფესიონალებს ტრენინგებს სთავაზობს Linux-ის გამართვისა და გამოყენებისათვის.
დღესდღეობით მსოფლიოს გარშემო ტოპ 500 კომპანიის 90%-ზე მეტი ენდობა Red Hat-სა და მის პროდუქტებს. კომპანია ლოგიკური გადაწყვეტილება და არჩევანი გახდა ნებისმიერისთვის, ვინც IT წარმოების მიმართულებით მუშაობს, სწრაფი ინოვაცია სურს და რისკის მხოლოდ თავის თავზე აღება არ უნდა.
გარდა ამ ყველაფრისა, Red Hat მუდმივად ზრუნავს იმ ქომუნითის შექმნაზე, სადაც გულანთებული დეველოპერები ერთმანეთს იდეებსა და კითხვებს გაუზიარებენ. სწორედ ასეთი ტიპის თანამშრომლობის გასაძლიერებლად შეიქმნა Red Hat® Enterprise Linux® Developer Program, რომელშიც, ერთმანეთთან კომუნიკაციის გარდა, დეველოპერებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო საკითხებზე Red Hat-ის ვიდეო გიდებისა თუ ტრენინგების დახმარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რასაც Red Hat Developer Program მომხმარებელს სთავაზობს, საჭირო software-ებსა და თულებზე წვდომაა, რათა სამუშაო პროცესი უფრო პროდუქტიულად და სწრაფად წარიმართოს.
Red Hat Developer Subscription ინდივიდუალური დეველოეპერებისათვის უფასო შეთავაზებაა, რომელიც Red Hat Enterprise Linux-სა და Red Hat-ის სხვა პროდუქტებზე უფასო წვდომას გულისხმობს. პროგრამის ჩაშვებასთან ერთად მკვეთრად გაიზარდა Red Hat Enterprise Linux-ის მომხმარებელთა რაოდენობა. ინდივიდუალური პაკეტის ჩართვის შემთხვევაში დეველოპერს შესაძლებლობა აქვს დააინსტალიროს Linux 16 სისტემაზე, ფიზიკურსა და თუ ვირტუალურზე, მნიშვნელობა არ აქვს არც სისტემის ზომას. ეს 16 კვანძი კი დეველოპერს შეუძლია ახალი დემოს, პროტოტიპის, QA-სა თუ მცირე საწარმო დანიშნულებისათვის გამოიყენოს.
უფასო შეთავაზება ინდივიდუალური პირებისატვის self-supported არის და მომხმარებლის პორტალსა და access.redhat.com-ზე წვდომას გულისხმობს. ფასიანი გამოწერის შემთხვევაში კი მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს უსაფრთხოებაზე, troubleshooting-სა და სხვა ათასობით თემაზე დაწერილ არტიკლებს გაეცნოს.
კომპანია 29 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა და ყოველ წელს უფრო და უფრო მოქნილი ხდებოდა. სწორედ ამიტომ, shadowman-ის ლოგოც ვეღარ ჯდებოდა მის დღევანდელ ისტორიაში. ამჟამად Red Hat-ს კაშკაშა წითელი „შლიაპით“ ვიცნობთ, რომელიც მკვეთრ, კაშკაშა და ცალსახა მნიშვნელობას ატარებს და იდეალურად გამოხატავს კომპანიის ინკლუზიურობას, ავთენტურობასა და სიმარტივეს.
Red Hat ახლაც აგრძელებს მომავლის ტრანსფორმაციას open source ტექნოლოგიებში, რაც IBM-თან თანამშრომლობაშიც გამოიხატება. 2019 წელს IBM-ის მიერ Red Hat-ის შემოერთება ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი იყო თავისი მასშტაბიდან და გავლენიდან გამომდინარე. ეს ორი კომპანია ერთად განაგრძობს შემდეგი თაობის ჰიბრიდული Multi Cloud პლატფორმის ინოვაციურ იდეაზე მუშაობას. მათი მთავარი მიზანი Cloud ბაზრის ძირფესვიანად შეცვლაა. ამის გაკეთებას კი Red Hat პრინციპებისა და მიზნების შეუცვლელად აპირებს.
29 წლის განმავლობაში Red Hat მცირე ბიზნესიდან open source გადაწყვეტილებების პროვაიდერ წამყვან კომპანიად გადაიქცა. მეამბოხე, ახალგაზრდა Red Hat-ის სახელი ახლა უკვე სანდო და ზრდასრულ მრჩეველთანაა ასოცირებული. კომპანია Red Hat Enterprise Linux-ის მიღმა არაერთ სიახლეს – ვირტუალიზაციას, აპლიკაციების განვითარებას, კონტეინერულ პლატფორმას, cloud computing-სა და მენეჯმენტს შეეჭიდა და თან მოახერხა, რომ არ გადაეხვია თავისი პრინციპისთვის – ყველაფერი ეფუძვნებოდეს ღია კოდს.