• პროგრამის მიზანი:

    მონაწილეებს გავაცნოთ პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის შემუშავება და იმპლემენტაცია გავრცელებული პრინციპებითა და პატერნების გამოყენებით. სტუდენტები გაეცნობიან სწორ ობიექტზე ორიენტირებულ დიზაინს, რომელიც მორგებული იქნება რეალურ პროექტებში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. ყოველი შეხვედრა დასრულდება კითხვა-პასუხითა და დისკუსიით, რომელიც სტუდენტებს მისცემს უფრო მეტ ცოდნას კონკრეტულ საკითხზე.

  • ვისთვისაა პროგრამა:

    პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტისთვის, რომელმაც იცის პროგრამირების საფუძვლები.

  • რას ისწავლის:

    შეისწავლიან დიზაინ პატერნებს, ობიექტზე ორიენტირებული დიზაინის პრინციპებსა და მათ გამოყენებას რეალურ პროექტებში, Code smell-ების აღმოჩენას კოდში და მათ გამოსწორებას, შეძლებენ კომუნიკაციას დიზაინ პატერნებზე, შეიძენენ ცოდნას, როგორ მოახდინონ კოდის დიზაინის ევოლუცია პატერნებისა და პრინციპების გამოყენებით, Implementation patterns, OO design principles: SOLID, YAGNI, DRY, KISS, Rule of 3/GRASP. Structural patterns, Creational patterns, Behavioural patterns, Domain driven design patterns, principles and practices/CQRS/Event sourcing.

  • რის გაკეთებას შეძლებს პროგრამის დასრულების შემდეგ:

    დიზაინ პატერნების გამოყენებას რეალურ პროექტებში, აღმოაჩენენ კოდის დიზაინის ხარვეზებს არსებულ კოდში და მოაგვარებენ მას, დაწერენ მარტივად შესაცვლელ, მოქნილ და ხარისხიან კოდს, შეძლებენ ინკრემენტალურ რეფაქტორინგს კოდში ცვლილების მარტივად შესატანად.

პროგრამის საკითხები:

  • პროგრამის ხანგრძლივობა

    32 საათი

  • მონაწილეების რაოდენობა

    8-15

  • ლოკაცია

    ორიენტ ლოჯიკის სათავო ოფისი, მის: თბილისი, ბოჭორმის ქ. 18

  • ღირებულება

    დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობაზე