
-
პროგრამის მიზანი:
მონაწილეებს გავაცნოთ Unit testing-ის იმპლემენტაცია, მისი შემუშავების საუკეთესო პრაქტიკები და ანტი პატერნები. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიღებულ ცოდნას მოარგებენ პრაქტიკულ პროექტებს. ყოველი შეხვედრა დასრულდება კითხვა-პასუხითა და დისკუსიით, რაც მსმენელებს მისცემს უფრო მეტ ცოდნას კონკრეტულ საკითხზე. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ პრაქტიკული დავალებები. კურსის ბოლოს იქნება პროექტების განხილვა და შეჯამება.
-
ვისთვისაა პროგრამა:
პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში გამოყენებული იქნება C# პროგრამირების ენა, ამიტომ კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც იცის პროგრამირების საფუძვლები და სურს ცოდნა გაიღრმაოს Unit Testing-ის მიმართულებით.
-
რას ისწავლის:
გაიგებენ, თუ რა როლი აქვს ავტომატურ ტესტინგს ხარისხიანი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, შეძლებენ Unit testing-ის სხვადასხვა მიდგომას შორის აირჩიონ ოპტიმალური, ისწავლიან Unit testing-ის საუკეთესო პრაქტიკებსა და პრინციპებს, შეძლებენ წერონ Unit test-ები, რომლებიც მაქსიმალურ ღირებულებას მისცემს პროექტს; ისწავლიან Refactoring-ს, რომელიც ტესტების წერისას საშუალებას მისცემთ, მიიღონ შენარჩუნებადი და ოპტიმალური Test Case-ები, გაიგებენ როგორ და რით განსხვავდება ავტომატური ტესტირების ტიპები (Integration, End to End).
-
რის გაკეთებას შეძლებს პროგრამის დასრულების შემდეგ:
Unit test-ების წერასა და პრობლემების აღმოჩენას რეალურ პროექტში, მარტივად შესაცვლელი, მოქნილი და ხარისხნიანი კოდის წერას, ინკრემენტალურ რეფაქტორინგს კოდში ცვლილების მარტივად შესატანად.
პროგრამის საკითხები:
-
პროგრამის ხანგრძლივობა
22 საათი
-
მონაწილეების რაოდენობა
8-15
-
ლოკაცია
ორიენტ ლოჯიკის სათავო ოფისი, მის: თბილისი, ბოჭორმის ქ. 18
-
ღირებულება
დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობაზე