• პროგრამის მიზანი:

    მსმენელს შეასწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ის ძირითადი ტექნოლოგიები და ხელსაწყოები, რაც საჭიროა საშუალო სირთულის აპლიკაციის შესაქმნილად. პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ცნებებს, გაიგებენ თუ რას გულისხმობს და როგორ გამოიყენონ იგი რეალურ შემთხვევებში. შეისწავლიან პროგრამირების ერთ-ერთ ძირეულ ნაწილს - SOLID პრინციპებს, Web დეველოპმენტსა და მონაცემთა ბაზებს. პროცესი იქნება მაქსიმალურად ინტერაქციული, მაგალითები დაფუძნებული იქნება რეალურ ქეისებზე, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდება შესწავლილი ცოდნის გამოყენებით პროექტში.

  • ვისთვისაა პროგრამა:

    ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც აქვს მოტივაცია, ინტერესი და სურვილი დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროს და ჰქონია შეხება ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირების ენასთან.

  • რა ცოდნა მოეთხოვება მონაწილეს:

    უნდა იყოს მონდომებული, შეეძლოს საკუთარ თავთან მუშაობა, ჰქონდეს საშუალება გამოყოს რაც შეიძლება მეტი დრო პროგრამის ფარგლებში მოცემული პროექტებისთვის. აუცილებელია, ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ A2 დონეზე, რათა ადვილად შეძლოს მასალების გააზრება.

  • რას ისწავლის:

    როგორც პროგრამირების ენას, ასევე Microsoft ტექნოლოგიებს: C#, .NET 5, ASP.NET (Basics) & MS SQL (Basics)-ის, პროგრამირების ძირითად მიდგომებსა და პრაქტიკებს.

  • რის გაკეთებას შეძლებს პროგრამის დასრულების შემდეგ:

    შექმნას საშუალო სირთულის აპლიკაცია, ასევე გააანალიზოს არსებული პრობლემები, იპოვნოს მათი მოგვარების გზები  და მარტივად ჩაერთოს არსებულ პროექტებში.

  • პროგრამის ხანგრძლივობა

    144 საათი

  • მონაწილეების რაოდენობა

    8-15

  • ლოკაცია

    ორიენტ ლოჯიკის სათავო ოფისი, მის: თბილისი, ბოჭორმის ქ. 18

  • ღირებულება

    დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობაზე

პროგრამის საკითხები: