
-
პროგრამის მიზანი:
მსმენელმა შეისწავლოს PHP პროგრამირების ენა საბაზისო საფუძვლებიდან advanced დონემდე, გაეცნოს და გამოიყენოს PHP-ის მზა high level ფუნქციები, დაეუფლოს ობიექტზე ორიენტირებული მოდელის ასპექტებს, როგორიც არის: Encapsulation, Abstraction, Inheritence, Polymorphism. ასევე, გაეცნოს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ Design Pattern-ებს. შევასწავლით SOLID პრინციპებს, რომელზე დაყრდნობითაც დეველოპერი გამოიმუშავებს უნარს, წეროს სუფთა და სკალარული კოდი. მეორე ეტაპი მთლიანად დაეთმობა Laravel-ის ფრეიმვორკის როგორც საბაზისო, ასევე მაღალი სირთულის საკითხების შესწავლასა და პრაქტიკული ამოცანების შესრულებას, მონაცემთა ბაზის სტრუქტურის დაგეგმვას, relationship კავშირების აგებას, რამდენიმე დონიანი ქუერის აწყობას, ჩაშენებული collection მეთოდებით მონაცემთა პროცესინგსა და ფილტრაციას. ასევე მიმოვიხილავთ HTTP პროტოკოლის მუშაობის პრინციპებს და ვასწავლით, როგორ გავმართოთ RESTFull API დავალების მიხედვით. შეხვედრები დაიყოფა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად, სადაც მიღებული ცოდნით მსმენელები შეასრულებენ მათთვის წინასწარ მომზადებულ online დავალებებს. ასევე მიეცემათ კურსისთვის განკუთვნილი წასაკითხი მასალა ინგლისურ ენაზე და საშინაო დასაწერი კოდი, რომელსაც ყოველი შეხვედრის დასაწყისში განვიხილავთ, რაც დაეხმარებათ მომავალ Backend დეველოპერად ჩამოყალიბებაში.
-
ვისთვისაა პროგრამა:
ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც აქვს მოტივაცია, ინტერესი და სურვილი დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ენას და ფრეიმვორკს მაღალ დონეზე.
-
რა ცოდნა მოეთხოვება მონაწილეს:
უნდა იყოს მონდომებული, შეეძლოს საკუთარ თავთან მუშაობა, ჰქონდეს საშუალება გამოყოს დრო, რაც შეიძლება მეტი, კურსის ფარგლებში მოცემული პროექტებისთვის. ასევე, საჭიროა ინგლისური ენის A2-B1 დონეზე ცოდნა, რომ შეძლოს სასწავლო მასალების წაკითხვა.
-
რას ისწავლის:
მონაწილეები ისწავლიან PHP ენის როგორც საწყისს, ასევე მაღალ საფეხურებს, დაწერენ კოდს ობეიქტზე ორიენტირებული ენის მოდელის მიხედვით, გაეცნობიან მსოფლიოში არსებულ საუკეთესო დიზაინის ნიმუშებს და ასევე, ეცოდინებათ როგორ უნდა წერონ გამართული კოდი SOLID პრინციპებზე დაყრდნობით. ისწავლიან backend არქიტექტურის დაგეგვმასა და გამართვას Laravel ფრეიმვორკის გამოყენებით მაღალი სირთულის პროექტებისთვის.
-
რის გაკეთებას შეძლებს პროგრამის დასრულების შემდეგ:
ნულიდან ააწყოს და გამართოს აპლიკაციის Backend ნაწილი Laravel ფრეიმვორკზე დაყრდნობით, დაგეგმოს რელაციური ბაზების სტრუქტურა, მოახდინოს ცხრილების ლოგიკურად ერთმანეთზე გადაბმა და დაწეროს OOP ნიმუშის მიხედვით სუფთა კოდი. შეეძლება CRUD ოპერაციების შესრულება, მონაცემთა დამუშავება collection ფუნცქიების მიხედვით და მომზადება ფრონტისთვის Json ფორმატში გადასაცემად. ასევე შეძლებს სხვისი კოდის გარჩევას, bug-ის აღმოჩენასა და მის fixing-ს. ისწავლის ლარაველის Blade-ის გამოყენებას, ბექიდან მონაცემების გადაცემასა და Frontend-ზე დარენდერებას.
-
პროგრამის ხანგრძლივობა
72 საათი
-
მონაწილეების რაოდენობა
8-15
-
ლოკაცია
ორიენტ ლოჯიკის სათავო ოფისი, მის: თბილისი, ბოჭორმის ქ. 18
-
ღირებულება
დამოკიდებულია მონაწილეების რაოდენობაზე